რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში მორიგი სარჩელი შევიდა. დოკუმენტის ავტორები ამჯერად გამომძიებელი ჟურნალისტები არიან. მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია კონსიტუციის სამი მუხლი, რაც ფაქტობრივად, საქართველოში საგამოძიებო ჟურნალისტიკის აკრძალვას ნიშნავს. გამომძიებელ ჟურნალისტებამდე სასამართლოს პრეზიდენტმა, ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიმართეს. მოსარჩელეები კანონის გაუქმებას და საბოლოო გადაწვეტილების მიღებამდე მისი მოქმედების შეჩერებას ითხოვენ.