მორავეცკი: ბელარუსში 100-ზე მეტი ვაგნერელი სუვალკის დერეფნისკენ გადავიდა

მორავეცკი: ბელარუსში 100-ზე მეტი ვაგნერელი სუვალკის დერეფნისკენ გადავიდა

პოლონეთის პრემიერმინისტრის, მატეუშ მორავეცკის განცხადებით, ბელარუსში 100-ზე მეტი ვაგნერელი სუვალკის დერეფნის ტერიტორიაზე, პოლონეთი-ლიეტუვის საზღვარზე გადავიდა.

"ახლა სიტუაცია კიდევ უფრო სახიფათო ხდება. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ვაგნერის 100-ზე მეტი დაქირავებული ჯარისკაცი ბელარუსში, გრადნოს მახლობლად, სულვაკის დერეფნისკენ დაიძრა.

ეს არის ნაბიჯი პოლონეთის ტერიტორიაზე შემდგომი ჰიბრიდული თავდასხმისკენ. ისინი, სავარაუდოდ, ბელარუსის მესაზღვრეებად იქნებიან გადაცმული და დაეხმარებიან არალეგალ მიგრანტებს პოლონეთის ტერიტორიაზე დესტაბილიზაციის მიზნით შესვლაში, მაგრამ ასევე, სავარაუდოა, რომ ისინი შეეცდებიან პოლონეთში შესვლას, რაც დამატებით რისკებს ქმნის", - ამბობს პოლონეთის პრემიერი.

23 ივლისს, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ვაგნერის მებრძოლები ვარშავისა და ჟეშუვისკენ ითხოვენ წასვლას. ამის შესახებ მან რუსეთში, პუტინთან შეხვედრისას განაცხადა.

1 ივლისს, ლუკაშენკომ კერძო სამხედრო კომპანიის, ვაგნერის მებრძოლები ქვეყანაში მიიწვია და მისი სამხედროების მომზადება სთხოვა. 14 ივლისს კი ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ვაგნერელებმა მათი სამხედროების წვრთნები დაიწყეს.