სტუდია მონიტორის ინფორმაციით, პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის შვილმა აშშ-ში 476 000 დოლარად სახლი შეიძინა. მათი ცნობით, სანდრო ვოლსკიმ სახლი ვაშინგტონში 2019 წელს იყიდა.
ამასთან, მათი ინფორმაციით, გია ვოლსკის შვილი მუშაობს Culmen International-ში, რომელიც ამერიკის მთავრობის კონტრაქტორი კომპანიაა.
ქართული ოცნების წევრი გია ვოლსკი ერთ-ერთია უმრავლესობის დეპუტატებს შორის, რომელიც რუსული კანონის მიღებას მხარს უჭერს.