ბოლო 5 დღის განმავლობაში, ვხედავთ ქართველი ხალხის ურყევ ერთგულებას დემოკრატიისა და მათი ევროპული მისწრაფებების მიმართ.
მოლდოვა სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს. მხარს ვუჭერთ მათ მშვიდობიანი შეკრების უფლებასა და ევროკავშირის ღირებულებებთან თანხვედრაში მყოფი დემოკრატიული მომავლისკენ სწრაფვას.
წერს X-ზე მოლდოვის პრემიერმინისტრმა, დორინ რეჩანმა თბილისში მიმდინარე მოვლენებზე და აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებს.
28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს არ დააყენებს, რასაც სახალხო პროტესტი მოჰყვა და დღემდე გრძელდება.