მოლდოვა გაეროს კონფერენციისთვის რუსეთის დელეგაციის ქვეყანაში შესვლას არ დაუშვებს

მოლდოვა გაეროს კონფერენციისთვის რუსეთის დელეგაციის ქვეყანაში შესვლას არ დაუშვებს

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის რეგიონულ კონფერენციაში მონაწილეობისთვის მოლდოვა რუსეთის ოფიციალურ პირებს ქვეყანაში არ შეუშვებს. კონფერენცია კიშინაუში მაისში გაიმართება.

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა "უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიმდინარე აგრესიულ ომთან დაკავშირებით, რომელიც უხეშად არღვევს გაეროს წესდებას, იწვევს მრავალრიცხოვან კრიზისებს და ძირს უთხრის სასურსათო უსაფრთხოებას საერთაშორისო დონეზე". რუსეთის დელეგაციის მონაწილეობა დაშვებულია შეზღუდულად, საელჩოს დონეზე ან ონლაინ ფორმატში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ კიშინაუ ბოროტად იყენებს გაეროს ღონისძიების მასპინძელი მხარის სტატუსს და ეს ქმედებები "რუსეთის მხრიდან უპასუხოდ არ დარჩება".