მოლაპარაკებები უჟგოროდში

მოლაპარაკებები უჟგოროდში

იცვლის თუ არა უნგრეთი პოზიციას სამიტის წინ? - ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინელ კოლეგას ხვდება. მოლაპარაკების მთავარი თემა ზელენსკისა და ორბანის შეხვედრასთან ერთად, ევროკავშირის მიერ 50 მილიარდის გამოყოფის საკითხია. უკრაინის დახმარებას ორბანი ბლოკავს, მაგრამ საერთაშორისო მედიაში წერენ, რომ ბუდაპეშტი ვეტოს გამოყენებას აღარ აპირებს. ამასთან, ბრიუსელის თქმით, უნგრეთის ეკონომიკა დარტყმას მიიღებს, თუ ორბანი უკრაინის დახმარებას დაბლოკავს. დრო ცოტაა, სამიტი კი პირველ თებერვალს არის დაგეგმილი.