მოქალაქე ამბობს, რომ მის ვერანდაზე ზედა მეზობელმა იარაღიდან ისროლა.
"ვისხედით ვერანდაზე მე და ჩემი შვილი, ნიკოლოზი. ერთი წამით შევედი ტელეფონის ასაღებად და ხმა გავიგე და ზუსტად იმ 1 წამში ვიღაცამ ზემო სართულიდან ტყვია ისროლა. აქ რომ ვმჯდარიყავი, ახლა დიდი ალბათობით ცოცხალი აღარ ვიქნებოდი. ნიკოლოზს მოხვდა ფეხში ანასხლეტი. გადავრჩით", - ამბობს თათია ჩაფიჩაძე ვიდეოში.
ფორმულას ინფორმაციით, ბოლო სართულზე პოლიციელი ცხოვრობს.
ფორმულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.