რამდენიმე დღე მკვლელი სახლთან ტრიალებდა. ბოლოს საწადელს მიაღწია და ძალით გაიტაცა - მანქანაში ჩასვა. ყოველდღე გამოქცევას ცდილობდა. ყველა მცდელობისას იძალადა. ყელში უჭერდა და ახრჩობდა. იძულებით დამწყვდეული ჰყავდა. ჩემი შვილი ეუბნებოდა რომ არ უყვარს და ძალით, იძულებით გათხოვება, 14 წლის ასაკში არ უნდოდა. ტელეფონი წაართვა, როცა ჩემმა შვილმა პოლიციაში დარეკვა სცადა და მოკვლითაც დაემუქრა. როცა გაქცევა კიდევ ერთხელ სცადა, ესროლა და მოკლა.
განაცხადა შაბათის ფორმულასთან საუბარში მოკლული 14 წლის გოგოს დედამ. გუშინ, კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ადრეული ქორწინების 14 წლის მსხვერპლი მოძალადე "ქმარმა" ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. დამნაშავე ამ დრომდე არ დაუკავებიათ.