ადრეული ქორწინების 14 წლის მსხვერპლი მოძალადე "ქმარმა" მოკლა

ადრეული ქორწინების 14 წლის მსხვერპლი მოძალადე "ქმარმა" მოკლა

კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ადრეული ქორწინების 14 წლის მსხვერპლი მოძალადე "ქმარმა" ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა, 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.