"მოგიწოდებთ სიფრთხილისკენ" - 112 მოსახლეობას მოსალოდნელი ძლიერი ნალექის შესახებ აფრთხილებს

"მოგიწოდებთ სიფრთხილისკენ" - 112 მოსახლეობას მოსალოდნელი ძლიერი ნალექის შესახებ აფრთხილებს

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი (112) მოსახლეობას მოსალოდნელი ძლიერი ნალექის შესახებ აფრთხილებს.

112 მოქალაქეებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას უგზავნის.

"2-3 ოქტომბერს საქართველოს უმეტეს რაიონებში ძლიერი ნალექია მოსალოდნელი. მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ", - წერს 112.