ინდოეთის პრემიერმინისტრმა, ნარენდრა მოდიმ კიევში გამართულ შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ მზად არის, როგორც მეგობარმა, უკრაინაში მშვიდობის დამყარებაში თავისი როლი შეასრულოს.
The Guardian-ის ცნობით, მოდიმ უკრაინის პრეზიდენტთან ვიზიტი მეგობრულ და ისტორიულ შეხვედრად შეაფასა და განაცხადა, რომ ინდოეთი მზად არის მშვიდობის დამყარებაში აქტიური წვლილი შეიტანოს.
ამასთან, ნარენდრა მოდიმ ზელენსკის განუცხადა, რომ მხარს უჭერს და პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, მაგრამ კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი გზა დიალოგი და დიპლომატიაა.
***
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც უკრაინაში ინდოეთის მთავრობის წარმომადგენელი ჩავიდა.
ნარენდრა მოდი ივლისში მოსკოვში იმყოფებოდა - გავრცელდა პრეზიდენტის რეზიდენციაში გადაღებული ფოტო, რომელშიც ინდოეთის პრემიერმინისტრი პუტინს ეხვევა. ამის გამო ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოდი გააკრიტიკა.
ინდოეთი და რუსეთი მჭიდრო კავშირებს ცივი ომის შემდეგ ინარჩუნებენ. კრემლი ქვეყნის იარაღის მთავარი მიმწოდებელია.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთი ასევე ინდოეთის დაბალი ფასის ნავთობის მთავარი მიმწოდებელი გახდა, რაც დასავლეთის მხრიდან სანქციების დაწესების ფონზე საექსპორტო ბაზარს უზრუნველყოფს.