თბილისის მერიის ინფორმაციით, საბურთალოს რაიონში, ადამ მიცკევიჩის ქუჩაზე, 18 დეკემბრიდან საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება.
უწყების ცნობით, ქუჩაზე მოეწყო ტროტუარები, პანდუსები და სანიაღვრე ქსელი; მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდა საჰაერო ელექტროსადენები და სრულად მოწესრიგდა ბუნებრივი აირის დაზიანებული მიწისქვეშა ქსელი.
"ამ ეტაპისათვის, 7800 კვ. მ გზის სავალ ნაწილზე სრულდება ასფალტის საფარის დაგება და გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა. გარდა ამისა, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს მთლიანად ტერიტორიის მოწესრიგების სამუშაოები, რომლის ფართობი ჯამში 19 800 კვადრატული მეტრია", - წერია განცხადებაში.
პროექტისთვის ბიუჯეტიდან 2 000 000 ლარი გამოიყო.