მიშელი სტატუსზე: ბევრი რამ დამოკიდებული იქნება საქართველოზე, პუნქტების შესრულება საკვანძოა

ევროკომისია ანგარიშს ზაფხულის შემდეგ გამოაქვეყნებს და ამ ანგარიშზე დაყრდნობით ევროპის საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას. ეს, სავარაუდოდ, იქნება დეკემბერში. ჩვენ მივესალმებით ბოლო პერიოდში საქართველოში გადადგმულ ნაბიჯებს. ყველაფერს გავაკეთებთ, საქართველოს მცდელობების მხარდასაჭერად. ვნახავთ ანგარიშს ზაფხულის დასასრულს. ბევრი რამ დამოკიდებული იქნება თავად საქართველოზე. რეკომენდაციების შესრულება იქნება საკვანძო საკითხი, რომელიც მისცემს ევროპულ საბჭოს საშუალებას, მიიღოს გადაწყვეტილებები საქართველოსთან დაკავშირებით.

განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრამდე ჟურნალისტებთან ინტერვიუში. შეხვედრაზე ბლოკის წევრი ქვეყნების პრეზიდენტები და პრემიერმინისტრები უკრაინაში რუსეთის აგრესიასა და უსაფრთხოების გარემოზე იმსჯელებენ.