მიშელი: შოკირებული ვარ კიშიდაზე თავდასხმის გამო, დემოკრატიაში ძალადობის ადგილი არ არის

შოკირებული ვარ ფუმიო კიშიდაზე თავდასხმის გამო, საარჩევნო ღონისძიებაში მონაწილეობისას. დემოკრატიაში ძალადობის ადგილი არ არის. მთელი ჩემი მეგობრობა და მხარდაჭერა შენ, ფუმიო. მოუთმენლად ველი მომავალ G7-ის სამიტს ჰიროშიმაში, თქვენი თავმჯდომარეობით.

წერს Twitter-ზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი.

შაბათს, იმ ტერიტორიაზე, სადაც იაპონიის პრემიერმინისტრი, ფუმიო კიშიდა სიტყვით გამოდიოდა, აფეთქება იყო. პრემიერი ადგილიდან დაუყოვნებლივ გაიყვანეს. ის ინციდენტის დროს არ დაშავებულა.