მიშელი სანდუს: ვგმობთ რუსეთის მხრიდან მოლდოვის დესტაბილიზაციის მცდელობებს

მოლდოვაზე დიდ უარყოფით გავლენას ახდენს რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ. ბოლო თვეებში რუსეთმა და მისმა მარიონეტებმა დიდი ძალისხმევა გასწიეს თქვენს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის. ამისთვის იყენებდნენ ენერგეტიკას, კიბერთავდასხმებს, აწყობდნენ აქციებს და მიმართავდნენ სხვა ძირისგამომთხრელ ქმედებებს. ვგმობთ თქვენი ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობებს. თქვენ მოახდინეთ ამ საფრთხეზე და რუსეთის ომზე მტკიცე და გაბედული რეაგირება და დარწმუნებული ვართ, რომ თქვენს მთავრობას შეუძლია ყველა ამ საფრთხეს გაუმკლავდეს.

ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა კიშინიოვში ვიზიტის დროს განაცხადა. მიშელმა მოლაპარაკებები გამართა მოლდოვის პრეზიდენტთან, მაია სანდუსთან. განხილვის მთავარი თემა ევროკავშირის მხარდაჭერა და უკრაინაში რუსეთის აგრესია იყო.