როგორც იცით, ევროპული კომისია ნოემბერში გამოაქვეყნებს ანგარიშს გაფართოებასთან დაკავშირებით. ვაპირებთ, გაფართოების საკითხი დეკემბერში, ევროპული საბჭოს დღის წესრიგშიც შევიტანოთ. ჩვენ ლიდერების დონეზე განვიხილავთ გაფართოებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს, მათ შორის საქართველოს საკითხს. ქართველ ხალხს ვეტყოდი, რომ მთავარი რეფორმებია - გაატარეთ რეფორმები თქვენს ქვეყანაში, დარწმუნდით, რომ თქვენი ქვეყანა გაუთანაბრდა ევროპულ სტანდარტებს. ეკონომიკური რეფორმები, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, სასამართლოს დამოუკიდებლობა - ესენია პრიორიტეტები.
აცხადებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.