ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის თქმით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინის დახმარების პაკეტის დამტკიცება კრემლს მკაფიო გზავნილს უგზავნის.
"მივესალმები აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის კენჭისყრას, რომელმაც დაამტკიცა გადამწყვეტი 60 მილიარდი აშშ დოლარის დახმარების პაკეტი უკრაინისთვის.
ეს მკაფიო გზავნილს უგზავნის კრემლს: ისინი, ვისაც თავისუფლებისა და გაეროს წესდების სჯერა, გააგრძელებენ უკრაინისა და მისი ხალხის მხარდაჭერას", - წერს მიშელი სოციალურ ქსელში.
გუშინ, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დახმარების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა. დახმარების პაკეტი 61 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.
კანონპროექტის მიღებას მხარი 311-მა დეპუტატმა დაუჭირა, 112 კი წინააღმდეგი იყო. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი ისრაელის დახმარებასაც ითვალისწინებს.