მიშელი: EU მხარს უჭერს ქართველების სურვილს დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოებისთვის

ევროპის დღეს, ჩემი გზავნილი ნათელია საქართველოს და ქართველი ხალხისადმი. ევროკავშირი მხარს უჭერს თქვენს სურვილს დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოებისთვის, რომელიც კანონის უზენაესობას ეფუძნება. ეს არის გზა ევროკავშირის და ჩვენი საერთო მომავლისკენ. ეს არის გზა, რომელზეც ევროკავშირი თქვენს ქვეყანას მხარს დაუჭერს.

წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი X-ზე.