მიშა მშვილდაძის თავდასხმის საქმე

მიშა მშვილდაძის თავდასხმის საქმე

მიშა მშვილდაძე, ადვოკატთან ერთად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში იმყოფებოდა. გამოძიებას საკმარისი დრო ჰქონდა იმისთვის, რომ მინიმუმ გარშემო კამერების ჩანაწერები ამოეღო და ფიგურანტები გამოევლინა. რა წინსვლა აქვთ მშვილდაძის საქმეზე - ამის შესახებ დაზარალებულმა დღეს უნდა გაიგოს. საინტერესოა, ამოიღო თუ არა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს ბანკისა და კიდევ 50-მდე ობიექტის კამერების ჩანაწერები. ფორმულას ჟურნალისტებმა მხოლოდ რამდენიმე კამერის მასალიდანაც კი შეძლეს იმის დადგენა, რომ მშვილდაძეზე თავდასხმა ჯგუფური და კარგად ორგანიზებული იყო.