აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრას ეხმაურება. მისი თქმით, აშშ საჭიროების შემთხვევაში, ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალ სანციებს დააწესებს.
"ჩვენ ვაპირებთ ყურადღებით დავაკვირდებით ამ შეხვედრის შედეგებს. შევახსენებთ ორივე ქვეყანას, რომ ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში იარაღის ნებისმიერი გადაცემა გაეროს უშიშროების საბჭოს მრავალი რეზოლუციის დარღვევა იქნება.
ჩვენ რა თქმა უნდა, მტკიცედ ავამოქმედეთ ჩვენი სანქციები იმ სუბიექტების მიმართ, რომლებიც რუსეთის საომარ ძალისხმევას აფინანსებენ. გავაგრძელებთ ამ სანქციების მოქმედებას და საჭიროების შემთხვევაში, არ მოვერიდებით ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებასაც", - განაცხადა მილერმა.
დღეს ჩრდილოეთ კორეის ლიდერი რუსეთში ქვეყნის პრეზიდენტთან შესახვედრად ჩავიდა. ჩრდილოეთ კორეის მედია წერს, რომ კიმი ფხენიანიდან რუსეთისკენ თავისი პირადი მატარებლით გაემგზავრა, მასთან ერთად არიან მთავრობისა და სამხედრო ძალების მაღალჩინოსნები.