ნაციონალურ მოძრაობას ერთიანობისკენ მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილი. მესამე პრეზიდენტი მის მიერვე დაფუძნებულ პარტიას შეახსენებს, რომ მთავარი სამიზნე რუსული რეჟიმი უნდა იყოს. გზავნილი პარტიაში არსებული დაპირისპირების ფონზე განსხვავებულად აღიქვეს ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ და მელიას ფლანგმა. თავად მოქმედი და ყოფილი თავმჯდომარეები მოწოდებას არ პირადად გამოხმაურებიან.