მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაზე ელჩებს არ იწვევენ

მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაზე ელჩებს არ იწვევენ

ქართული ოცნების მიერ დასმული პრეზიდენტის პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაზე მიწვეულნი არ არიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები.

ინფორმაცია რადიო თავისუფლებას პარლამენტის პრესცენტრში დაუდასტურეს და მიზეზად "სხდომათა დარბაზში ადგილების სიმცირე" დაასახელეს.

ქართული ოცნების მიერ დასმული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია პარლამენტში 29 დეკემბერს არის დაგეგმილი.

14 დეკემბერს ქართულმა ოცნებამ ერთპარტიული საპრეზიდენტო არჩევნები გამართა და მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტად დასვა. მიხეილ ყაველაშვილი ერთადერთი კანდიდატი იყო.

ყაველაშვილს 224-მა ხმოსამა დაუჭირა მხარი. ბათილად გამოცხადდა ერთი ბიულეტენი. ადა მარშანიამ ყაველაშვილს მხარი არ დაუჭირა.

არჩევნების პარალელურად საკანონმდებლო ორგანოსთან დილიდან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არალეგიტიმური პრეზიდენტის არჩევას აპროტესტებდნენ.

ახალ პრეზიდენტი 5 წლის ვადით საარჩევნო კოლეგიამ აირჩია, რომელიც სრულად ქართული ოცნებისგან იყო დაკომპლექტებული.

საარჩევნო კოლეგია 300 წევრისგან შედგება, თუმცა ოპოზიციის ბოიკოტის გამო წევრების დიდი ნაწილი საკანონმდებლო დარბაზში არ გამოცხადდა.

300 წევრისგან შემდგარ კოლეგიაში შედიან: საქართველოს პარლამენტის ყველა წევრი (150 დეპუტატი), აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი (20 დეპუტატი), აჭარის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი (21 დეპუტატი) და 109 წევრი მუნიციპალიტეტების საკრებულოებიდან.