მიხაილ როთი: საქართველოში ჟურნალისტობა ახლა საკმაოდ საშიშია

თავისუფალი მედიის გარეშე დემოკრატია კვდება. საქართველოში ის უკვე რეანიმაციაშია. ახლა უკვე საკმაოდ საშიშია საქართველოში ჟურნალისტობა. მადლობა დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებს ჩამოშლის პირას მყოფ დემოკრატიაზე დისკუსიისთვის. ყველა მზერა საქართველოსკენ.

წერს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი X-ზე. ის საქართველოში მედიის წარმომადგენლებს შეხვდა.