ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი საქართველოში ჩამოდის. ამის შესახებ ის X-ზე წერს.
როთი საქართველოში 16-18 სექტემბერს ჩამოვა, შემდეგ კი სომხეთში გაემგზავრება.
"მოუთმენლად ველი მეგობრებთან, მოკავშირეებსა და ერთგულ ევროპელებთან შეხვედრას საქართველოსა და სომხეთში"- წერს ის.