მიკჰელსონი: მარიონეტული მთავრობის მხარდაჭერით, რუსეთი მასშტაბურ შეტევას ახორციელებს

მიკჰელსონი: მარიონეტული მთავრობის მხარდაჭერით, რუსეთი მასშტაბურ შეტევას ახორციელებს

ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიჰკელსონი გივი თარგამაძისთვის გამოტანილ განაჩენს ეხმაურება და X-ზე პოსტს აქვეყნებს.

"რუსეთი საქართველოს მარიონეტული მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოს ტერიტორიაზე მასშტაბურ შეტევას ახორციელებს", - წერს ის.

ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის მიერ შექმნილ ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე არმისვლის გამო, გივი თარგამაძეს 7-თვიანი პატიმრობა მიესაჯა. ამასთან, მას 2 წლით საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება აეკრძალა. ის დააკავეს.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა.

ამავე საქმეზე 7-7 თვე უკვე მიუსაჯეს კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს და ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ლიდერს, გიორი ვაშაძეს. 8-8 თვე კი, ძლიერი საქართველოს ლიდერებს - მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს.

სავარაუდოდ, დღეს, გამოცხადდება განაჩენი კოალიცია ცვლილებისთვის კიდევ ერთი ლიდერის ნიკა მელიას "გამოუცხადებლობის" საქმეზეც.

ე.წ. კომისიაზე არმისვლის საქმეზე პატიმრობაში ასევე იმყოფებიან - კოალიცია ცვლილებისთვის კიდევ ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია და პოლიტიკოსი ირაკლი ოქრუაშვილი.