ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონი თბილისში მიმდინარე უწყვეტ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს ქართველი ხალხის მხარდასაჭერად ხმა უნდა აიმაღლონ.
"თვალი ადევნეთ საქართველოს! ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს ხმა უნდა აიმაღლონ ქართველი ხალხის მხარდასაჭერად", - წერს მიჰკელსონი X-ზე.
დღეს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო, 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების ფონზე საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებს.