მიანმარში მიწისძვრის შედეგად 144 ადამიანი დაიღუპა და 732 დაშავდა

მიანმარში მიწისძვრის შედეგად 144 ადამიანი დაიღუპა და 732 დაშავდა

მიანმარში მიწისძვრის შედეგად 144 ადამიანი დაიღუპა და 732 დაშავდა – აცხადებს ქვეყნის სამხედრო ლიდერი მინ აუნ ჰლაინი.

მისი თქმით, მსხვერპლის რაოდენობა, სავარაუდოდ, გაიზრდება.

გარდაცვლილთაგან 96 ნეი პიი ტაუში, 18 საგაინგში, ხოლო 30 მანდალაიში დაფიქსირდა.

დაშავებულთაგან 132 ნეი პიი ტაუშია, 300 – საგაინგში, ხოლო სხვა რეგიონებში ზუსტი მონაცემები ჯერ კიდევ დგინდება.

ტაილანდში, როგორც უკვე ცნობილია, ცათამბჯენის ჩამონგრევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ამ დროისთვის ეს მაჩვენებელი უცვლელია.