მღებრიშვილი: ვიპოვეთ მანქანის ფრაგმენტები, შეიქმნა ახალი ლოკაცია სამძებრო სამუშაოებისთვის

[სამძებრო] სამუშაოები გრძელდება. დღეს, დაახლოებით 2 საათის წინ, ახალი ლოკაცია გავაკეთეთ, სადაც დაიწყო სამუშაოები. აღმოვაჩინეთ მანქანის ფრაგმენტები - რაც გახდა საფუძველი... შესწავლილია ეს კონკრეტული პერიმეტრი და ის მონაცემები, რაც სტიქიამდე იყო. ეს გვაძლევს საფუძველს, რომ იქ კონკრეტული შედეგები შეიძლება გვქონდეს საძიებო კუთხით. 8 ლოკაციაზე ვმუშაობდით, მიმდინარეობდა საძიებო სამუშაოები. რაც შეეხება გზებს, ორივე მიმართულებით ფაქტობრივად დასრულებულია გზა

განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა. შოვში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად, დაიღუპა 18 ადამიანი, კიდევ 16 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.