საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის თქმით, შოვში მოხალისეების ჩართვის საჭიროება არ არის.
მისი განცხადებით, თუ ეს საჭიროება დადგება, რესურსს მერე გამოიყენებენ.
"თუკი დადგება დღის წესრიგში მოხალისეების საჭიროება, პირველ რიგში ვიქნებით ჩვენ, ვინც გამოიყენებს აღნიშნულ რესურსს და ეს იქნება რესურსი, რომელიც ჩვენ ბაზებში გვაქვს დაფიქსირებული და დარეგისტრირებული. ამ ეტაპზე საჭიროება არ დგას", - თქვა მან.
3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი და კოტეჯები, რომლებშიც დამსვენებლები ცხოვრობდნენ.
მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი. სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია გამოყვანილი.
სტიქიის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა. 10-ზე მეტ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.