ძალიან ძნელია პოლიტიკოსისთვის იმის გაცნობიერება და საზოგადოების რისხვის მოთმენა, რომელიც შენ გატყდება იმიტომ, რომ შენი მიზეზით ასეთი მნიშვნელოვანი შეთანხმება ვერ შედგა იმიტომ, რომ შიგნით რაღაც კონსენსუსს ვერ მიაღწიე იმ პოლიტიკურ აქტორებს შორის, რომლებიც შემოიერთე. მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტური მოთმინებით, ყველაფრის დათმობით, მაგიდის მეორე მხარეს მჯდომი პოლიტიკური აქტორი გელოდებოდა, რომ მიგეტანა გადაწყვეტილება... და რომ მკითხეთ რა საკითხი იყო, ერთ-ერთი საკითხი იყო პარიტეტის საკითხი, ანუ ჩვენ, პრაქტიკულად, პარტია დავთმეთ მთლიანად, ნომერი დავთმეთ, ყველაფერი დავთმეთ და, ბუნებრივია, აბსოლუტურად სამართლიანად, რომ ასე ხდება პოლიტიკაში, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ეს პარიტეტის პრინციპის დაცვა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა. ეს მან [მამუკა ხაზარაძემ] ვერ მოიტანა.
განაცხადა პარტია საქართველოსთვის წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა კვირის ფორმულის ეთერში.