აჭარაში მეწყრული პროცესები ხალხს ყოველდღიურ საფრთხეს უქმნის. ხელვაჩაურში აშბების ოჯახი ჭერის გარეშე დარჩა და დახმარებას ითხოვს. ამ კონკრეტულმა ოჯახმა ხელისუფლებას ჯერ კიდევ შარშან მიმართა ოფიციალურად, მაგრამ სამუშაოები არ დაწყებულა. ახლა კი მეწყერმა მოუსწრო.