მეწყერს ავღანეთში სულ მცირე 25 ადამიანი ემსხვერპლა

მეწყერს ავღანეთში სულ მცირე 25 ადამიანი ემსხვერპლა

უხვი თოვლის შედეგად გამოწვეულ მეწყერს ავღანეთში, სულ მცირე, 25 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 8 ადამიანი, თუმცა არსებობს იმის საშიშროებაც რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს.

ავღანეთის კატასტროფების მართვის სამინისტროს სპიკერმა ჯანან საიექმა X-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში თქვა, რომ დაახლოებით 15-დან 20-მდე სახლი მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურდა ღამის ინციდენტში.

ოფიციალური პირების განცხადებით, ცუდი ამინდი აფერხებს სამაშველო სამუშაოების სათანადოდ წარმართვას. თოვლმა ჩახერგა გზები, ხოლო ვერტმფრენები დაშვებას ვერ ახერხებენ.

მსგავსი შემთხვევები ხშირია ნურისტანის მთიან რეგიონში - 2017 წელს პროვინციაში ზვავს 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 2021 წელს წყალდიდობის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა.