მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გაჩერებული იყო.
როგორც ფორმულას თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში უთხრეს, გაჩერების მიზეზი ტექნიკური ხარვეზი იყო. კერძოდ, წერეთლის სადგურზე მატარებელი იყო გაჩერებული. მას ტექნიკური პრობლემა შეექმნა, რის გამოც მატარებლების გადაადგილება მეორე ხაზის სხვა სადგურებზეც შეფერხდა.
ამ დროისთვის მეორე ხაზზე მოძრაობა აღდგენილია.