მეფე ჩარლზ III-ს სიმსივნე დაუდგინდა

მეფე ჩარლზ III-ს სიმსივნე დაუდგინდა

ბუკინგემის სასახლის ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფოს მეფეს, ჩარლზ III-ს სიმსივნე დაუდგინდა.

ცოტა ხნის წინ მონარქს პროსტატაზე მკურნალობდნენ, თუმცა ჯერჯერობით უცნობია რა ტიპის და რომელი სტადიის სიმსივნე დაუდგინეს. ასევე, ბუკინგემის სასახლეში ამბობენ, რომ სიმსივნე პროსტატას არ უკავშირდება.

სასახლის ცნობით, ჩარლზ III-მ "რეგულარული მკურნალობა" დღეიდან დაიწყო.

"მეფე სრულიად დადებითად აფასებს მის მკურნალობას და მოუთმენლად ელის, რომ რაც შეიძლება მალე დაუბრუნდება სრულ საჯარო მოვალეობას", - აცხადებენ ბუკინგემში.

ცნობილია, რომ მეფემ მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია ორივე ვაჟს პირადად აცნობა.