
იტალიის პრემიერმინისტრმა, ჯორჯია მელონიმ NATO-ს მეხუთე მუხლის უკრაინაზე გავრცელებისკენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებს კიდევ ერთხელ მოუწოდა და განაცხადა, რომ სწორედ ეს გამოავლენს იმას, თუ რამდენად სერიოზულად უყურებს რუსეთი მშვიდობას.
"NATO-ს მეხუთე მუხლის უკრაინაზე გავრცელება ყველაზე მარტივი და ეფექტური გამოსავალია, მათ შორის, სწორედ იმიტომ, რომ ეს ხელს შეუწყობს რუსეთისგან შესაძლო ბლეფის გამოვლენას.
თუ რუსეთი არ გეგმავს თავის მეზობელ ქვეყნებში ხელახალ შეჭრას, მაშინ გაუგებარია, რატომ არ უნდა მიიღონ უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც მხოლოდ თავდაცვითია", - თქვა მელონიმ.
იტალიის პრემიერმინისტრმა უკრაინაზე NATO-ს მეხუთე მუხლის გავრცელების შესახებ პირველად 6 მარტს განაცხადა.