
სალომე ზურაბიშვილი არის, ამ ეტაპზე, ამ ქვეყანაში, ამ მოცემულ პერიოდში და ბოლო ეტაპზე, ბოლო ლეგიტიმური ინსტიტუციის წარმომადგენელი, ანუ, ყოფილი პრეზიდენტი, მართლაც, მეხუთე პრეზიდენტი, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
მე არ ვუწოდებ [მოქმედ პრეზიდენტს], არა იმიტომ, რომ ვაკნინებ, პირიქით, მგონია, ამით ვაძლიერებ და ასუსტებს ყველა ის ადამიანი, ვინც მას უწოდებს მოქმედ საქართველოს პრეზიდენტს. არალეგიტიმური პრეზიდენტია მიხეილ ყაველაშვილი, სალომე ზურაბიშვილი მეხუთე პრეზიდენტია, აბა, რა არის.
ამ ქვეყანაში, არის, ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს მესამე პრეზიდენტი, სადაც არ უნდა იჯდეს და მეოთხე პრეზიდენტიც, ანუ, ყველამ თავისი სწორი ფუნქცია უნდა გამონახოს. მართლაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს, თუმცა პრეზიდენტობანას თამაშში მე არ შევიდოდი, არ შეიძლება მე თქვენ დამარქვათ იმპერატორი, ის, რაც არ ვარ. [...]
მე მიმაჩნია, რომ როდესაც შენ, რა მნიშვნელობა აქვს, ხელშეწყობის გარდა არაფერი ჰქონია ჩემგან პირადად და არც ექნება ამ მომენტში ქალბატონ ზურაბიშვილს და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემთვის უხერხულ პროცესში შევიდე, რისიც არ მჯერა. სიყალბის ნატამალი არ უნდა გქონდეს, როდესაც შენ გაქვს ამბიცია, იყო ლიდერი, პასუხისმგებლობაც უნდა იტვირთო.
თქვა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ფორმულას ეთერში.