სალომე ზურაბიშვილმა, გადამწყვეტ დროს, ისტორიის გადამწყვეტ მომენტში, დაიჭირა ქვეყნისა და ხალხის მხარე, იქცა ქვეყანაში ევროპული მომავლის გარანტად როგორც ინსტიტუციურად, ისე პიროვნულად.
დღეს ჩვენი ძალა, წარსულში და მომავალში სხვადასხვა პოზიციებზე მყოფი, მრავალფეროვანი ადამიანების, მიზნის გარშემო ერთობაშია.
მიზანი კი არის, არსებული ხელისუფლების დამარცხება, მრავალფეროვანი და მრავალპარტიული პარლამენტით, სადაც თითოეული ქართველის ხმა იქნება გაგონილი და პოლიტიკაში ასახული, დასრულდება ერთპარტიული მმართველობა, გაქრება მომავალში ერთპარტიულად სახელმწიფოს მიტაცების რისკი; იქნება კოალიციური მთავრობა,სადაც გადაწყვეტილებები მიიღება პოლიტიკური კონსენსუსისა და თანხმობის გზით. ამ ყველაფერში კი პრეზიდენტის როლი, იქნება გადამწყვეტი.
კოალიციური მოლაპარაკებების შედეგად და პრეზიდენტთან კოორდინაციით - ჩამოყალიბდება მთავრობა.
წარდგენილი პროგრამის შესრულების შემდეგ, რეფორმირებული ინსტიტუტების პირობებში, მომზადდება და ჩატარდება თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები.
წერს პარტია ახალის თანათავმჯდომარე, ნიკა მელია Facebook-ზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით.
პარტია ახალი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ქართულ ქარტიას ხელს მოაწერს.