მილევადი რეჟიმების საქციელია. ყველა მილევადი რეჟიმი იქცევა ასე და ივანიშვილის რეჟიმი არ არის განსხვავებული ამ მრხივ. ტრაგედია ის არის, რომ ყველა ხელისუფლება, ხელისუფლების დაკარგვის მოლოდინში, ასე იქცეოდა უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში. თუმცა წელს, 26 ოქტომბერს დასრულდება არა მხოლოდ ქართული ოცნება, დასრულდება ყველა ის პოლიტიკური მანკიერი პრაქტიკა, რომელსაც უარსებია ამ ქვეყანაში უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში.
ნებისმიერი ივანიშვილი-კალაძის მიერ დაქირავებული ტიტუშკა, ბუნებრივია, ისტორიულ მისწრაფებებს ვერ აღმოფხვრის ამ ქვეყანაში და ამ ისტორიულ მომენტში ქართველი ხალხი თავის მართალ სიტყვას იტყვის.
ამბობს პარტია ახალის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია. გუშინ მას სამტრედიაში თავს დაესხნენ.