მელია: შედგა ერთობა ადამიანებისა, რომლებსაც მომავალი გვაერთიანებს

შედგა ერთობა, შედგა ერთობა ადამიანებისა, რომლებსაც, პირველ რიგში, გვაერთიანებს მომავალი. მომავალია ჩვენი საერთო მიზანი, გამარჯვებაა ჩვენი საერთო მიზანი და არა შურისძიება. სიახლე არის ჩვენი მიზანი, ახლის მოპოვებაა ჩვენი მიზანი და არა წარსულთან ანგარიშსწორება.

რთული იყო ეს გზა და ვინც ჩართული იყო ამ პროცესში, ის ტყუილის შესაძლებლობას არ მომცემს. 3 თვის განმავლობაში გრძელდებოდა ეს პროცესი - ვყოფილიყავით ერთი საარჩევნო სუბიექტი, ვყოფილიყავით ერთი გუნდი, გარდა მეგობრობისა, ვყოფილიყავით ერთი საარჩევნო ელექტორალური სუბიექტი თუ არა. ვიხელმძღვანელეთ, პირველ რიგში, ორი გუნდის ინტერესით, ათობით ათასი აქტიური ამომრჩევლის ინტერესით.

ნიკა გვარამიას და ნიკა მელიას გუნდები გაერთიანდნენ. პარტიის სახელი იქნება ახალი, საარჩევნო ნომერი კი - 4.