მელია: იქნება უკანდაუხეველი სტრატეგია, რომელიც გულისხმობს წინსვლას

გამოაცხადეს არჩევნების შედეგები და აღმოჩნდა, რომ წინა არჩევნებთან შედარებით 270 ათასით მეტი ქართველი მისულა და უკლებლივ ყველას მხარი დაუჭერია ბიძინა ივანიშვილისთვის. ამის რეალობად მიღებას აპირებს ვინმე? შეგუებას ვინმე ვაპირებთ? რა თქმა უნდა, არა. აქ მხოლოდ ემოციები არ იქნება, აქ იქნება ბევრი მართალი სიტყვა, გამაგრებული ბევრ ნაბიჯთან ერთად, რომელსაც გადავდგამთ. პრივილეგიაა თითოეული ჩვენგანისთვის აქ ყოფნა. მილიონზე მეტი ხმა აიღო ქართულმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა, ერთმანეთისგან განსხვავებულებმა, მაგრამ თქვენ ეს ხმები ჩვენთვის იმიტომ კი არ მოგიციათ, რომ საპარლამენტო მანდატები ჩაგვედო ჯიბეში, სახელმწიფო გვინდოდა გამხდარიყო ევროპის განვითარებულ სახელმწიფოთა შორის ერთ-ერთი. [...]

იქნება აბსოლუტურად ცივი გონებით, უკანდაუხეველი სტრატეგია, რაციონალური, მკვეთრი გადაწყვეტილებები მიღებული, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ გულისხმობს წინსვლას - სვლას წინ მომავლისკენ, ევროპისკენ და დასავლეთისკენ.

თქვა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე.