ამ პროცესში, რომელშიც ვიმყოფებით ინდივიდუალური პასუხისმგებლობა გვეკისრება ყველა იმ ადამიანს, ვისაც სურს, რომ ქვეყანა ევროპულ გზას დაუბრუნდეს. რა თქმა უნდა, ვინ თუ არა პოლიტიკოსებმა უნდა აიღონ ეს პასუხისმგებლობა თავზე.
ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ამომრჩეველს მრავალფეროვანი არჩევანი ჰქონოდა, თუმცა კონტექსტის გათვალისწინებით ამაზე მნიშვნელოვანი იყო, რომ არცერთი ხმა არ დაკარგულიყო. ამ და სხვა მიზეზების გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო მარტივი პროცესი, გაერთიანებით მოხარული ვარ.
ჩვენ არა უბრალოდ ცვლილებისთვის, არამედ ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ვიბრძოლებთ. გვინდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანა ქართველ ხალხს ეკუთვნოდეს და მათ თანასაკუთრების, თანამონაწილეობის განცდა ჰქონდეთ. მჯერა, რომ ეს საარჩევნო სუბიექტი საზოგადოებას გულწრფელ არჩევანს შესთავაზებს.
ჩვენთვის და სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის რუსული, ოლიგარქიული რეჟიმი საერთო გამოწვევაა, რომელსაც ერთად უნდა ვებრძოლოთ.
განაცხადა პარტია ახალის თავჯდომარემ, ნიკა მელიამ ბრიფინგზე.
ამავე ბრიფინგზე გახდა ცნობილი, რომ ახალი, გირჩი-მეტი თავისუფლება და დროა საარჩევნოდ ერთიანდებიან.