უდიდესი მადლობა ნატაშა ლომოურს და მწერალთა სახლის სრულიად არაჩვეულებრივ გუნდს, რომლის უპირველესი ღირსება საქმის სიყვარულით კეთებაა, რასაც მე, პირადად, ყოველ წამს ვგრძნობდი და ყოველთვის უწყვეტ აღფრთოვანებაში მოვყავდი. ალბათ, ზუსტად საქმის უსაზღვრო სიყვარული აცამტვერებდა იმ სტრესს, უკიდურესად დაძაბულ გარემოებებში წლობით მუშაობას, რომელსაც მწერალთა სახლის გუნდს კულტურის სამინისტრო უქმნიდა.
დიდი მადლობა ყველა თქვენგანს იმ უზღვავი საქმისთვის, რაც გააკეთეთ. ეს სტატუსი არც ერთ შემთხვევაში არაა დამშვიდობება. პირიქით, ახალი შემართებით, ერთიანი ბრძოლის დასაწყისია.
ასე ეხმაურება მწერალი თამთა მელაშვილი მწერალთა სახლის ხელმძღვანელად ქეთევან დუმბაძის დანიშვნას.