მექსიკაში, მერობის კანდიდატი პირდაპირ ეთერში მხარდამჭერებთან შეხვედრისას მოკლეს

მექსიკაში, მერობის კანდიდატი პირდაპირ ეთერში მხარდამჭერებთან შეხვედრისას მოკლეს

მექსიკის ვერკრუსის შტატში საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას, მერობის კანდიდატი იესენია ლარა გუტიერესი და მისი სამი მხარდამჭერი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

შემთხვევა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა Facebook-ზე, სადაც გუტიერესი მოსახლეობას ტექსისტეპეკის ქუჩებში ხვდებოდა. ვიდეოში დაახლოებით 20 გასროლაა ისმის.

მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შაინბაუმმა დილის ბრიფინგზე თავდასხმა დაადასტურა და განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს, ხოლო ფედერალური ხელისუფლება მზად არის შტატს საჭიროების შემთხვევაში დახმარება გაუწიოს.

„არც ერთი თანამდებობა არ ღირს ადამიანის სიცოცხლედ,“ — დაწერა ვერკრუსის გუბერნატორმა როსიო ნალემ X-ზე და დაჰპირდა საზოგადოებას, რომ მკვლელები პასუხს აგებენ.

მექსიკაში 2023 წელს დაფიქსირდა რეკორდული 661 პოლიტიკური თავდასხმა, რომელთა მსხვერპლიც ძირითადად ადგილობრივი დონის კანდიდატები და თანამდებობის პირები იყვნენ.