მედვედევი: "დიფ სთეითი" ტრამპს სასტიკ წინააღმდეგობას უწევს

აშშ-ის სენატი, რესპუბლიკელების ხელმძღვანელობით, ემზადება ჩვენს წინააღმდეგ კიდევ უფრო "გამანადგურებელი სანქციების" დაწესებისთვის. ვნახოთ, როგორი რეაგირება ექნება ახალ ადმინისტრაციას. ტრამპის რეიტინგი მკვეთრად დაეცა და "დიფ სთეითი" მას სასტიკ წინააღმდეგობას უწევს.

წერს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი.

გუშინ, პირველ მაისს რესპუბლიკელმა სენატორმა, ლინდსი გრემმა თქვა, რომ აშშ მზად არის, იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსულ ნავთობს შეიძენენ, 500%-იანი ტარიფები დაუწესოს.