მედიის ადვოკატირების კოალიცია: შეწყალება პოზიტიურ როლს შეასრულებს ევროინტეგრაციის გზაზე

მედიის ადვოკატირების კოალიცია: შეწყალება პოზიტიურ როლს შეასრულებს ევროინტეგრაციის გზაზე

მედიის ადვოკატირების კოალიცია სალომე ზურაბიშვილის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებას მიესალმება და აცხადებს, რომ ეს ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე პოზიტიურ როლს შეასრულებს.

"კოალიცია მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით უსამართლოდ მსჯავრდადებული მედიის მენეჯერის ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ. ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი ნაბიჯია პრესის თავისუფლებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლების - გამოხატვის თავისუფლების - დასაცავად, და პოზიტიურ როლს შეასრულებს ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე.

მედიის ადვოკატირების კოალიცია ულოცავს პირადად ნიკა გვარამიას, მის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს ნიკას გათავისუფლებას.

დარწმუნებული ვართ, რომ ნიკა გვარამია მალე დაუბრუნდება მედიის სფეროს და განაგრძობს თავის პროფესიულ საქმიანობას", - ნათქვამია განცხადებაში.

ზურაბიშვილმა გვარამია დღეს, 22 ივნისს
შეიწყალა.