მედია: ზელენსკის ვიზიტი ისრაელში მომავალ კვირას იგეგმება

მედია: ზელენსკის ვიზიტი ისრაელში მომავალ კვირას იგეგმება

მედიის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი ისრაელში მომავალ კვირას იგეგმება.

"ამ ეტაპზე ყველა დეტალი ჯერ შეთანხმებული არ არის, მაგრამ სავარაუდოდ, უკრაინის პრეზიდენტი ისრაელს ორშაბათს ან სამშაბათს ეწვევა", - წერს ისრაელის მედია.

12 ოქტომბერს მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტს ისრაელში ჩასვლა სურს. სხვადასხვა წყარო იტყობინებოდა, რომ ზელენსკის ადმისნიტრაციამ შესაბამისი თხოვნით ისრაელის პრემიერმინისტრის ოფისს მიმართა.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიო ლიდერებს ურჩია, ისრაელის მოსახლეობის მიმართ მხარდაჭერა ქვეყანაში ჩასვლით გამოხატონ.