ვერტმფრენმა, რომლის ბორტზეც ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი იმყოფებოდა, კვირას "მძიმე დაშვება" განახორციელა. ინფორმაციას ადგილობრივი სახელმწიფო მედიასაშუალებები ავრცელებ და დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.
რაისი ირანის აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში მოგზაურობდა. სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ინციდენტი ჯოლფას მახლობლად მოხდა. ეს ქალაქი აზერბაიჯანის საზღვართან მდებარეობს.
სააგენტო IRNA-ის ინფორმაციით, რაისი საგარეო საქმეთა მინისტრთან, პროვინციის გუბერნატორთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად მოგზაურობდა. ერთ-ერთმა ადგილობრივმა ოფიციალურმა პირმა ინციდენტის აღწერისას სიტყვა "ავარია" გამოიყენა, თუმცა ირანულ გამოცემას უთხრა, რომ ადგილამდე ჯერ არ მისულა.
მაშველები ადგილზე მისვლას ცდილობდნენ, თუმცა მათ ძლიერი წვიმა, ნისლი და ქარი უშლით ხელს.