გამოცემა The New York Times-ის ცნობით, უკრაინულმა ძალებმა გერმანიაში Abrams-ის ტანკებზე წვრთნები დაიწყეს.
"უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გერმანიაში ამერიკულ M1 Abrams-ის ტიპის ტანკებზე მომზადება დაიწყეს. 12 მაისს, აშშ-მა გერმანიაში უკრაინული ძალების შესაბამისი მომზადებისთვის 31 ტანკი განათავსა.
ამასთან, პირველი ჯგუფი, რომელსაც ამერიკელი ინსტრუქტორები ამზადებენ, 400 უკრაინელი ჯარისკაცისგან შედგება", - წერს გამოცემა.
პენტაგონის სპიკერის თქმით, გერმანიაში წვრთნების დაწყება კიევის შეიარაღების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმ ფონზე, როდესაც უკრაინა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას ცდილობს.