მედია: ტრამპი კანადაში „დიდი შვიდეულის“ სამიტზე ზელენსკისთან შეხვედრას აპირებს

მედია: ტრამპი კანადაში „დიდი შვიდეულის“ სამიტზე ზელენსკისთან შეხვედრას აპირებს

მედიის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კანადაში დაგეგმილ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს.

როგორც გერმანულ მედიაზე დაყრდნობით "ევროპეისკაია პრავდა" იუწყება, ინფორმაცია სამიტის დაწყებამდე აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებმა დაადასტურეს.

ზელენსკის ვიზიტი კანადაში ხვალ, 17 ივნისს იგეგმება.

თეთრი სახლის ცნობით, ტრამპი ასევე შეხვდება მექსიკის ახალ პრეზიდენტ კლაუდია შეინბაუმს.

შეგახსენებთ, ტრამპი და ზელენსკი ბოლოს პირისპირ რომში, პაპ ფრანცისკეს დაკრძალვაზე, აპრილის ბოლოს შეხვდნენ.