მედია: სტამბოლში რუსულმა მხარემ უკრაინას უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა მოსთხოვა

მედია: სტამბოლში რუსულმა მხარემ უკრაინას უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა მოსთხოვა

სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა.

მედიის ცნობით, რუსულმა მხარემ უკრაინას უკრაინის გარკვეული ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა მოსთხოვა.

"რუსეთის მოთხოვნები მოწყვეტილია რეალობას და სცილდება ყველაფერს, რაც ადრე იყო განხილული", - უთხრა წყარომ Axios-ს.

წყაროს ცნობით, შეხვედრა საათზე ცოტა მეტხანს გაგრძელდა და მნიშვნელოვანი პროგრესი არ მოჰყოლია.